ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა თვითმფრინავში მამაკაცი სცემა. ეს სან ფრანცისკო-მაიამის რეისის დროს მოხდა.
მთვრალმა მამაკაცმა „რკინის მაიკს“ წყალი შეასხა და პროვოცირებდა…
აი, რას ამბობს ტაისონის ერთ-ერთი წარმომადგენელი:
„სამწუხაროდ, ტაისონს თვითმფრინავში მოუხდა კონფლიქტი აგრესიულ მგზავრთან. ის შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამბობდა და წყალიც შეასხა მაიკს, რომელიც წყნარად იჯდა სავარძელში“.
ტაისონს, სავარაუდოდ, ფულად ჯარიმას გამოუწერენ.
ისე, ცემის რა გითხრათ… ცოტა წაეთამაშა ამ კაცს, თორემ ტაისონისგან ცემისთვის ყველა ცოდოა.