ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ვარჯიშზე ვიდეოკამერას დაუმიზნა ბურთი და დაამტვრია.
იბრა ცალკე ვარჯიშობს და „მილანს“ ჯერ ვერ ეხმარება ტრავმის გამო. ვარჯიშის მერე შვედმა სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა და მიაწერა: „მე ვწყვეტ, როდის გავჩერდე. ასევე მე ვწყვეტ, რომ ყვითელი ბურთი მოგხვდება“.
იბრაჰიმოვიჩი 40 წლისაა. უკვე იწერება, რომ ზაფხულში შესაძლოა კარიერა დაასრულოს და „მილანის“ სამწვრთნელო შტაბში დაიწყოს მუშაობა.