How Newcastle beat Europe's top clubs to sign Bruno Guimaraes - but may  struggle to keep himმადრიდის „რეალის“ პრიორიტეტული ტრანსფერი ნახევარდაცვაში – ბრუნო გიმარაეში. ბრაზილიელი 24 წლისაა, „ნიუკასლმა“ ამ ზამთარს იყიდა „ლიონიდან“ და 48 მილიონი ევროც გადაიხადა. ეს კლუბის რეკორდია.

ბრუნო გიმარაეშმა აშკარად გააძლიერა ჩაფულიანებული „ნიუკასლი“, თუმცა როგორც ფეხბურთელის გარემოცვაზე დაყრდნობით წერენ, „რეალში“ გადასვლა თავადაც სურს (რა გასაკვირია…).

მოდრიჩი-კაზემირო-კროოსის სამეული მუდმივად ვერ ითამაშებს და ამიტომაც „რეალი“ მომავალზე ზრუნვას იწყებს. დაიწყო ედუარდო კამავინგათი და როგორც ესპანელები წერენ, შემდეგი ფეხბურთელი, დიდი შანსია, სწორედ ბრუნო გიმარაეში იყოს.

კაზემირო, მილიტაო, ვინისიუსი, როდრიგო, მარსელო – მადრიდელებს ბრაზილიელების ნაკლებობა არ აწუხებთ.