Tuchel is disappointed with a smiling referee after Chelsea's elimination in Madrid - Teller Reportთომას ტუხელმა პოლონელი მსაჯი შიმონ მარცინიაკი გააკრიტიკა, „რეალი“ – „ჩელსის“ მატჩის მერე კარლო ანჩელოტისთან ერთად იცინოდაო…

როგორც იცით, „ჩელსი“ ახლოს იყო ერთი შეხედვით წარმოუდგენელ მოტრიალებასთან: საშინაო 1:3 – ის მერე მადრიდში 3:0 – ს იგებდა, მაგრამ „რეალმა“ ბოლოს გაიტანა, მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა და გადამწყვეტი გოლიც გაიტანა.

აი, რა თქვა ტუხელმა: „თამაშის შემდეგ დავინახე, მარცინიაკი მშვენიერ ხასიათზე იყო და ანჩელოტისთან ერთად იცინოდა. მე ანჩელოტისკენ მივდიოდი მისალოცად. ის მართლაც ჯენლტმენია, დიდ პატივს ვცემ. ამ დროს დავინახე, მარცინიაკი ხმამაღლა იცინოდა. ვფიქრობ, ეს არცთუ ლამაზი საქციელი იყო და იმ მომენტისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო. ჩვენ 126 წუთი ვიბრძოლეთ, სისხლი ჩავდეთ ამ შეხვედრაში, ბოლოს კი მსაჯი იცინის… მარცინიაკს ამის შესახებ ვუთხარი. სულ ეს იყო“.