ჩაბრა

შეიძლება იყოს 2 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება
შეტევაზეა ხვიჩა კვარაცხელია

10 აპრილს ხვიჩა კვარაცხელიამ პირველად დაიწყო მატჩი „ბათუმის“ სასტარტოში. რამდენჯერმე გაამწვავა თამაში და ბოლოსკენ შეცვალეს.

„ბათუმმა“ „სამგურალს“ კლასით მოუგო. თუმცა, ახალტრავმამოშუშებულ სერგო კუხიანიძეს პენალტი რომ გაეტანა, შეიძლება თამაშის სცენარი შეცვლილიყო. სერგომ 11-მეტრიანი მე-7 წუთზე ვერ გამოიყენა. ანგარიში კი მე-2 წუთზე ზღვისპირელთა ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა გახსნა ეფექტური თავურით.

სტუმრებს საკმაო ხანი დასჭრდათ საბოლოო უპირატესობის მოსაპოვებლად. საქმე ბოლო 12 წუთში მოაგვარეს – 3:0. მეორე ბურთი ელგუჯა ლობჯანიძემ გაიტანა. საქართველოს ნაკრების შემტევი  წლეულს შეუერთდა ბათუმელებს და პირველად დალაშქრა მეტოქეთა კარი. მანამდე ბოლოს მას ეროვნულ ლიგაში სამწელიწადნახევრის წინათ გაეტანა, 2018 წლის 24 ნოემბერს, ფოთის „კოლხეთის“ კარში. თავად მაშინ „რუსათვის“ ღირსებას იცავდა. მერე კი უცხოეთში წავიდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში უსიამივნო ინციდენტი მოხდა. სათამაშო ეპიზოდში ბათუმელ გრიგოლ ჩაბრაძეს მეტოქე დავით მაისაშვილის იდაყვი მოხვდა ყელში და ერთი ხანი გრძნობაც დაკარგული ჰქონდა. ის სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს ჰოსპიტალში.

საბედნიეროდ, მალევე ბათუმელთა ოფიციალურმა  ფეისბუქ-გვერდმა დაწერა, რომ ჩაბრაძე უკვე კარგადაა და სამედიცინო დაწესებულებიდანაც გამოწერეს. თამაში დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში შეწყდა. მინდორზე კი ჩაბრაძის მაგიერ ჯაბა ჯიღაური გავიდა.

სოლომონი

ტურის პირველ მატჩში „გაგრამ“ შინ „ტორპედოსთნ“ 0:2 წააგო. ქუთაისელებმა ზედიზედ მეორედ გაიმარჯვეს. გაგრელთა რიგებში 62-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მცველი, სოლომონ კვირკველია გამოჩნდა. ეს მისი დებიუტი გახლდათ „გაგრაშიც“ და საერთოდ, ეროვნულ ჩემპიონატშიც.

ბოლო დროს საბა ხარკოვის „მეტალისტის“ ფეხბურთელი იყო, თუმცა მოგეხსენებათ, რუსეთის უკრაინაში აგრესიის კვალად, ლამის ქალაქი ხარკოვიც აღარ არსებობს, სტადიონზე და ფეხბურთზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

ხორხელები

„საბურთალომ“ და „სიონმა“ სამ-სამი გოლი გაუტანეს ერთმანეთს. „სიონი“ ორჯერ იგებდა, კაცნაკლულიც კი, მაგრამ ბოლოსწინა წუთზე იური ტაბატაძემ გაათანაბრა. მინდვრიდან  მსაჯმა ბოლნისელი ანდრო ნემსაძე დაითხოვა, როცა მატჩის დამთავრებამდე 15 წუთი რჩებოდა.

სტუმართაგან თავი ძმებმა ხორხელებმა გამოიჩინეს. მე-7 წუთზე უფროსმა, ლუკამ გაიტანა, მალევე – ნიკამ. „სიონში“ ისინი მეორელიგელი „სპაერიდან“ გადავიდნენ.

ყანა

აქ უმასპინძლა თელავმა თბილისის დინამოს

თბილისის „დინამო“ თელავს ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში დაუზავდა – 1:1. ამისდაკვალად, ბათუმელებმა უშუალო კონკურენტ „დინამოს“ უკვე სამი ქულით გაუსწრეს, თუმცა თბილისელებმა თამაშით ნაკლები გამართეს.

მატჩის შემდეგ, ცუდი თამაშის ხარისხი სტუმართა დამრიგებელმა კახი ცხადაძემ მინდორს დააბრალა, ყანა უწოდა თელავურ სარბიელს. „ყანაში ფეხბურთის თამაში ძალიან ძნელია. ალბათ ორივე გუნდისთვის,“ – თქვა ცხადაძემ.

ლოკომოტივი

ეროვნული ჩემპიონატის დაწყების წინ, მთავარი სპონსორის დაკარგვის შემდეგ, „ლოკომოტივი“ ფაქტობრივად, დაიშალა. ძირითადის უამრავი ფეხბურთელი წავიდა გუნდიდან. მაშინვე ნათელი გახდა, რომ რკინიგზელთა გუნდს ძალიან გაუჭირდებოდა და გავარდნის ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატი იქნებოდა. კლუბის ხელმძღვანელები აცხადებდნენ, ახალგაზრდებს დავაწინაურებთ და ვეცდებით ჩვენი ფეხბურთი ვიპოვოთო. მაგრამ შვიდადან მეშვიდე მატჩიც წააგეს. ამჯერად შინ „დილასთან“ – 0:3.

გაგრა 0:2 ტორპედო

0:1 გიორგი კუხიანიძე (7), 0:2 ახვლედიანი (69)

გაძევება: ქურდაძე (83) – გაგრა

სამგურალი 0:3 ბათუმი

0:1 ფლამარიონი (2), 0:2 ლობჯანიძე (79), 0:3 ფალავანდიშვილი (85)

მე-7 სუთზე სერგო კუხიანიძემ (სამგურალი) ვერ გაიტანა პენალტი

საბურთალო 3:3 სიონი

0:1 ლუკა ხორხელი (7), 0:2 ნიკა ხორხელი (18), 1:2, 2:2 სიხარულიძე (52, 70), 2:3 ჩუკვურა (79), 3:3 ტაბატაძე (89)

გაძევება: ანდრო ნემსაძე (75) – სიონი

თელავი 1:1 დინამო

0:1 მექვაბიშვილი (4), 1:1 პავიშიჩი (14)

ლოკომოტივი 0:3 დილა

0:1 გაგნიძე (69), 0:2 ფოფხაძე (72 საკ. კარში), 0:3 გონსალვესი (76)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
დინამო35238471:2877
ბათუმი35237585:32 76
სამგურალი351512855:4157
დილა351681145:3556
ტორპედო351581246:4653
საბურთალო351381451:4847
თელავი357171328:3636
გაგრა35991735:5536
სიონი357121633:5833
ლოკომოტივი35152926:968

მეგოლეები: ფლამარიონი (ბათუმი) – 5, ირაკლი ბიძინაძვილი (ბათუმი), ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო) – 4, დმიტრი ანტილევსკი (დინამო), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ბათუმი), იური ტაბატაძე (საბურთალო), მათე ვაწაძე (გაგრა), ირაკლი რუხაძე (სამგურალი) – 3