17 მატჩში მხოლოდ 8 მოგება. რალფ რანგნიკის ხელში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ თამაშების მხოლოდ 47 პროცენტი მოიგო, რაც ამ საუკუნეში „წითელი ეშმაკების“ მწვრთნელებისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
მანკუნიანელებმა „ევრტონთან“ 0:1 წაგების მერე უფრო გაირთულეს პრემიერლიგის ოთხეულში გასვლის შანსი. რანგნიკმა კი სულაც გაბრაზებულმა თქვა:
„ვიდრე ჩვენს თამაშებს არ მოვიგებთ, მშვიდად ვერ ვიქნები. სულ სხვის იმედზე ყოფნა კარგს არაფერს მოიტანს. ახლა როგორც ვთამაშობთ, ნამდვილად არ ვიმსახურებთ ოთხეულს“.
ამასთან, დაშავდა ბრაზილიელი ფრედი. მაკტომინეისაც ტრავმა აქვს და საყრდენ ზონაში პრობლემებმა იმატა. და კიდევ, შესაძლოა ისე მოხდეს, რომ 2006 წლიდან პირველად კრიშტიანუ რონალდუმ სეზონში ტიტული ვერ მოიგოს.