ანტონიო კასანო ხშირად აკეთებს მკვახე განცხადებებს და ამბობს, რომ ვერ იტანს მშიშარა მწვრთნელებს და ასეთებს ეძახის მათ, რომლებიც უფრო დაცვაზე აკეთებენ აქცენტს.
„იტალიური ფეხბურთი ნაგავია. მე ვამბობ კაპელოსა და ალეგრის ფეხბურთზე. ასევე სიმეონეზეც. საბედნიეროდ, ასეთი სტილი ნელ-ნელა არქივში მიდის, მაგრამ იტალიაში მაინც ბევრი მისდევს და ეს ცუდია. გამონაკლისებიც არიან, მაგალითად, მომწონს გასპერინი და მანჩინი.
…რა მოგვიტანა იტალიელებს ალეგრის სტილმა? ახლა რასაც ვაკეთებთ, ისაა, რომ საერთაშორისო სარბიელზე წარუმატებლობებს ვაგროვებთ. როგორც კლუბები, ასევე ნაკრებიც, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ მანჩინის იტალიამ შარშან ევროპის ჩემპიონატი მაინც მოიგო“.