მონტე კარლოს საჩოგბურთო ტურნირის პირველი წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი გრიგორი დიმიტროვს შეხვდა.
ჩვენებურმა პირველი სეტი 3:6 წააგო, ხოლო მეორე სეტის მეორე გეიმის შემდეგ თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა.
პირველ სეტში ორივე ჩოგბურთელი საკუთარ ჩაწოდებას იგებდა, მხოლოდ ერთხელ, მეექვსე გეიმში დათმო ჩვენებურმა საკუთარი და სეტიც ზედ მიაყოლა.
მეორე სეტის დასაწყისშივე ბასილაშვილმა მეტოქეს ბრეიკი ერთხელაც გააკეთებინა, შემდეგ დიმიტროვის ჩაწოდებაც წააგო და მატჩიც შეწყვიტა.
საინტერესო ფაქტი: მონტე კარლოს თიხნარზე ნიკოლოზმა შარშანაც ითამაშა, მაგრამ ქართველი ჩოგბურთელი მაშინაც პირველ წრეში სერბ ფილიპ კრაინოვიჩთანაც ტრავმის გამო გამოეთიშა. ამასთან, მეორე სეტს მაშინაც 0:2-ს აგებდა.