Why Mesut Ozil is in danger of Arsenal history repeating at Fenerbahce | Evening Standardმსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი მესუთ იოზილი, შესაძლოა, ინგლისის „ჰალში“ გადავიდეს. გუნდში, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის.

იოზილი „ფენერბახჩეს“ ფეხბურთელია და გაირკვა, რომ სეზონის ბოლოს კონტრაქტს გაწყვეტს, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტი გახდება.

იყო საუბარი ამერიკულ „ინტერ მაიამიში“ გადასვლაზე, მაგრამ ახლა „ჰალი“ ჩაერთო საქმეში…

ამ ინგლისურ კლუბს თურქი მფლობელი ჰყავს. „ვეფხვები“ ჩემპიონშიფის 24 გუნდს შორის მე-20 ადგილზე არიან. იოზილმა კარიერის საუკეთესო სეზონები „ვერდერში“, „არსენალსა“ და „რეალში“ გაატარა. ამჟამად 33 წლისაა.