ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე რუსებმა 32 მედალი მოიპოვეს: 6 ოქრო, 12 ვერცხლი, 14 ბრინჯაო.
მედალოსნებს საჩუქრად ავტომობილები უნდა გადასცემოდათ, მაგრამ ბრენდირებული საჩუქარის ნაცვლად, ფულად კომპენსაციას მიიღებენ – თანაც, რუბლებში.
რუსები ამბობენ, ცვლილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ უცხოელებს რუსი ოლიმპიელებისთვის საჭირო რაოდენობის მაქნქანების წარმოება არ შეუძლიათ. სინამდვილეში კი ეს იმ სანქციების გამოძახილია, რომელიც მსოფლიომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესა.
მიუღებელი ავტომობილების ნაცვლად ჩემპიონები 4 მილიონ რუბლს (150 000 ლარი) მიიღებენ, ვერცხლის მედალოსნები – 2,5 მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები 1.7 მილიონს. სანქციების გაგრძელებაზე და რუბლის მომავალზე აღარ ვილაპარაკებთ. გავა დრო და გავიგებთ, რა მოიგეს რუსებმა…