ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, შესაძლოა, ზაფხულში დაასრულოს კარიერა.
შვედის ახლო გარემოცვაზე დაყრდნობით გაირკვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერგასვლამ იმოქმედა. იბრას „მილანთან“ კონტრაქტი ზაფხულში მთავრდება და ახლის გაფორმებაზე ჯერ არაფერი ისმის.
წელიწადში 7 მილიონი ევრო – ასეთი ხელფასი აქვს შვედს და სერია A-ში ამ მხრივ ათეულშიც არ არის, მაგრამ „მილანში“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურება კი აქვს.
ისე, იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა „როსონერიში“ მაინც დარჩეს, ოღონდ, სამწვრთნელო შტაბში.