Carlos Ruiz signs with FC Dallas - SBI Soccerიცით, ვინ არის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი?

გვატემალელი კარლოს რუისი.

39 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მეორე-მესამეზე კრიშტიანუ რონალდუ (36) და ალი დაეი (34) არიან.

კარლოს რუისი ამით ამაყობს და ინტერვიუში თქვა, არ დავმალავ, მინდა, რომ სამუდამო რეკორდი ჩემი იყოს და რონალდუმ აღარ გაიტანოსო.

ითამაშებს რონალდუ მონდიალის შესარჩევში კიდევ? ან გაიტანს ყატარში 4 გოლს? პორტუგალიელი ახლა 37 წლისაა, მომდევნო შესარჩევის დაწყებისას კი 39-ის იქნება.

რუისი ამჟამად 42 წლისაა. ექვსი წლის წინ დაასრულა კარიერა. ევროპაში ერთადერთ გუნდში იყო: ბერძნულ „არისში“. ამერიკული MLS-ის ვარსკვლავად ითვლებოდა, იქ ბევრი გუნდი გამოიცვალა.