Qatar 2022: How are the FIFA World Cup's Final draw top seeds defined?1 აპრილს დოჰაში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. დღეისათვის 32-დან 29 მონაწილის ვინაობაა ცნობილი, სამიც მოგვიანებით გაირკვევა. ესენია შოტლანდია – უკრაინის ევროპული ფლეი-ოფი, რომლის გამარჯვებულიც უელსს შეხვდება და ორი საკონტინენტთაშორისო ფლეი-ოფი: კოსტა რიკა – ახალი ზელანდია და პერუ – ავსტრალია ან საემიროები.

სულ ოთხი კალათა იქნება, რომელთა შიგთავსი 31 მარტს გამოქვეყნებულ ფიფას რეიტინგს დაეფუძნება.

1 კალათა ყატარი (მასპინძელი), ბრაზილია, ბელგია, საფრანგეთი, არგენტინა, ინგლისი, ესპანეთი, პორტუგალია

2 კალათა მექსიკა, ნიდერლანდები, დანია, გერმანია, ურუგვაი, შვეიცარია, აშშ, ხორვატი

3 კალათა სენეგალი, ირანი, იაპონია, მაროკო, სერბეთი, პოლონეთი, სამხრეთ კორეა, ტუნისი

4 კალათა კამერუნი, კანადა, ეკვადორი, საუდის არაბეთი, განა, ფლეი ოფების სამივე გამარჯვებული

ერთ ჯგუფში ვერ მოხვდება ერთი კონტინენტის ერთ წარმომადგენელზე მეტი. ხოლო ევროპიდან ორ გუნდზე მეტი.

პარასკევს თავისი მეტოქეების ვინაობას გაიგებენ კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი – ბოლო დროის ორი უდიდესი ფეხბურთელი, რომლებისთვისაც სავარაუდოდ ეს უკანასკნელი მუნდიალი იქნება.

ორივეს უთვალავი პრიზი მოუპოვებია კარიერაში, მაგრამ მსოფლიო თასი არცერთს. ამიტომ, მათი სატურნირო გზა მით უფრო საინტერესო საცქერი უნდა გამოდგეს. აქამდე, რონალდუს და პორტუგალიის მაქსიმუმი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალი იყო, ხოლო მესი და არგენტინა 2014-ის მონდიალის ფინალში გერმანელებთან დამარცხდნენ.