Shakhtar's Darijo Srna: 'They took my home in 2014 and now they want to do  it again' | Shakhtar Donetsk | The Guardianდონეცკის „შახტარის“ დირექტორმა და გუნდის ყოფილმა კაპიტანმა დარიო სრნამ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია გააკრიტიკა – ამ რუსული აგრესიის დროს მხოლოდ უკრაინული დროშის ფრიალი არ კმარა, საქმით გვერდში უნდა დაუდგეთო. კონკრეტულად:
„მათ რეგისტრაციის ნება არ დართეს უკრაინის ჩემპიონატიდან წასულ ფეხბურთელებს. ეს ცუდი ჟესტია. არა მხოლოდ ინგლისს, იტალიასაც ეხება. ყვითელ-ლურჯი დროშის ფრიალი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ფეხბურთელებს პრაქტიკული მხარდაჭერა სჭირდებათ. ეს ფეხბურთელები ომმა შეაჩერა და თავის საყვარელ საქმეს არ აკეთებინებს. თითო კლუბს ერთი ფეხბურთელიც რომ დაემატებინა, კარგი იქნებოდა.
…პირიქით რომ ყოფილიყო და ინგლისში შეჭრილიყო რუსული არმია, დარწმუნებული ვარ, უკრაინის საფეხბურთო ორგანიზაციები ორ წუთში სატრანსფერო ფანჯარას გახსნიდნენ“.
სრნამ ომის პირველ დღეებში ღიად დაუჭირა მხარი უკრაინას და რუსი სპორტსმენების დისკვალიფიკაცია მოითხოვა: ხმას არ იღებენ, ესე იგი, ამ აგრესიას ეთანხმებიანო. თანაც, უხამსი სიტყვებიც თქვა რუსეთის ხელმძღვანელებზე.