დანიასთან ამხანაგური მატჩის შემდეგ (4:2), ნიდერლანდების ნაკრების კაპიტანმა ვირჯილ ვან დაიკმა მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალი ტაქტიკური სქემის გამო გააკრიტიკა.
„ბევრს ვმუშაობდით ვარჯიშებზე. ნაირგვარი ტაქტიკური სქემებიც დავამუშავეთ, მაგრამ არ მომწონს როცა 3-4-2-1 განლაგებით ვთამაშობთ. ჩვენთვის ეს ახალი სისტემაა და ფეხბურთელებს მასთან შეგუება სჭირდებათ. მე თუ მკითხავთ, 4-3-3-ს ავირჩევდი, რომლითაც „ლივერპულში“ ვთამაშობთ.“ – თქვა ვან დაიკმა.
ამაზე ვან გაალმა უპასუხა: „ვიცი მისი პოზიცია. ვირჯილმა ეს საჯაროდ თქვა. ვიმსჯელეთ კიდეც ამ საკითხზე. გასაგებია, რომ არ მოსწონს. მაგრამ ჯერჯერობით მთავარი მწვრთნელი ვარ და ტაქტიკასაც მე ვირჩევ“, – დასძენს 70 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი.