No description available.საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველი ელიტური დივიზიონის 21-ე ტურმა ქართული ლელოების გარეშე კი ჩაიარა, მაგრამ ბევრმა ჩვენებურმა ჩინებული თამაში აჩვენა.

ერთპიროვნული ლიდერი კი „მონპელიე“ გახდა, რომელმაც გასულ და იმისწინა უქმეებზე გადადებული მატჩები მოიგო და ეს სერია 21-ე ტურშიც გააგრძელა.

გელა აფრასიძემ „მონპელიეს“ სასტარტო შემადგენლობაში წყალწაღებული „ბიარუცის“ წინააღმდეგ 58 წუთი ითამაშა, მიშა ნარიაშვილი კი მატჩში ბოლო 12 წუთით ჩაერთო. ბასკთა შორის შეცვლაზე ბურჯები შევიდნენ: 65-ზე – უჩა ჭეიშვილი, ხოლო 75-ზე – ვახტანგ ახობაძე. თამაში კი „მონპელიემ“ 37:22 მოიგო და 64 ქულით ცხრილის უმაღლეს საფეხურზე გამაგრდა.

მეორე ადგილზე 62-ქულიანი „ბორდოა“, რომელმაც დედაქალაქში „სტად ფრანსეს“ 31:18 სძლია. პარიზელებში ბოლო 26 წუთი გიორგი მელიქიძემ ითამაშა.

მესამეზე 57 ქულით საფრანგეთისა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა „ტულუზმა“ აინაცვლა, რომელმაც შემადგენლობა ნაკრებებიდან ხალხის დაბრუნებით სხვებზე მეტად გაიმაგრა და აწი თავის ჩვეულ დონეზე ითამაშებს. ტულუზელებმა „ლიონს“ უმასპინძლეს და უმძიმეს მატჩში გარდატეხა სულ ბოლოს შეიტანეს, შედეგად კი 27:19 მოიგეს, არადა 57-ე წუთამდე მდევრების როლში იყვნენ. ლიონელთა შორის 49-ე წუთზე ბექა საღინაძე გამოჩნდა. „ლიონს“ 54 ქულა დარჩა

Top 14 transfers – Grenoble: Mike Tadjer drives Clermont, Beka Gigashvili  to Toulon – Transfers 2018-2019 – Rugby – sclateამდენივე აქვთ „ლა როშელსა“ და „კასტრს“. პირველმა შინ „რასინგ-92“ მშრალზე დატოვა – 19:0 და ამაში მცირედი წვლილი გურამ პაპიძესაც მიუძღვის, რომელმაც ბოლო 9 წუთი ითამაშა.

„კასრტმა“ კი ბრივში წააგო. მასპინძლებმა ჩინებული მატჩი ჩაატარეს და 28:12, ბონუსით მოიგეს. ვასილ ლობჟანიძემ პირველიდან 71-ე წუთამდე ძალიან დამაჯერებლად ითამაშა, დანარჩენი ქართველები კი შეცვლაზე მეორე ტაიმში შევიდნენ: 49-ეზე – სოსო ბეკოშვილი და 64-ზე – ვანო კარკაძე, კასტრელებში კი 61-ე წუთზე ლევან ჩილაჩავა გამოჩნდა. „ბრივმა“ 42 ქულა დააგროვა და სახიფათო ზონას დაშორდა.

„ტულონმა“ „კლერმონს“ შინ მაგარ ჯახში 32:22 აჯობა და ბექა გიგაშვილმა ჩვეულად მაღალ დონეზე 57 წუთი ითამაშა.

„პომ“ გასაჭირში მყოფი „პერპინიანი“ 27:22 დაამარცხა და კატალონიურ კლუბს ბონუს-ქულაც გაატანა. მასპინძლებში სტარტიდანვე ბექა გორგაძე იყო, რომელმაც მოედანი ვალმოხდილმა 72-ე წუთზე დატოვა, ხოლო სტუმართა რიგებში ბოლო ნახევარი საათი უბერებელმა დუდუ ქუბრიაშვილმა ითამაშა.