შეიძლება იყოს 1 ადამიანი და ტექსტი-(ი)ს გამოსახულებაქართულმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელის ჩარიცხვა ქართველ გულშემატკივარს ინგლისურად ამცნო. ეს მხოლოს ერთი კლუბის ცალკე აღებული „უცნაურობა“ არ არის.

ასეთ ბანერებს, აბრებს, წარწერებს მატრაკვეცობა ჰქვია.

დიახ, მატრაკვეცობაა, როცა ფიქრობ, რომ მაგალითად, მიზანს თარგეტირებას თუ დაუძახებ, ამით უფრო COOL გამოჩნდები.

OK. ეგრე იყოს. ავყვეთ ამ ტრენდს და გავიხსენოთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, რომლსაც ამაყად „ეროვნული ლიგა“ ჰქვია, გუნდების უმეტესობა ქართულს არ ცნობს.

ლიგაში 10 გუნდი თამაშობს. 10 გუნდიდან მხოლოდ ერთს აქვს სრულად ქართულენოვანი ლოგო!

მხოლოდ ორს აქვს ქართულ-ინგლისური ლოგო!

დანარჩენები ქართულ ენას უბრალოდ არ ცნობენ!

ერთადერთი ქართულენოვანი ლოგო ბოლნისის „სიონისაა“.

ორენოვანი ლოგოები აქვთ „თელავს“ და „ტორპედოს“.

„საბურთალოს“ ლოგოზე ასო-ნიშნები საერთოდ არ არის, აი, დანარჩენებს, კი…

ბათუმის და თბილისის „დინამოები“, „დილა“, „გაგრა“, „სამგურალი“, „ლოკომოტივი“ – ამათი ლოგოები 100%-ით ინგლისურენოვანია.

 

No description available.