ბოლო ტურებია ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე შედეგიანობით გამოირჩევა.

ჩვენებურს კარგი მატჩი ჰქონდა „საკრამენტოსთანაც“, მაგრამ ამჯერად „ინდიანა“ მაინც დამარცხდა –109:110.

ბითაძემ სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 29.29 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 20 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი, თითო-თითო ბლოკი და ჩაჭრა მოინაგრა. პასივში კი, ბურთის ორჯერ დაკარგვა და სამი პერსონალური ჯარიმა იყო.

გოგამ ცხრა ორქულიანიდან რვა ჩააგდო, სამი სამქულიანიდან კი – ერთი, ხოლო საჯარიმო ხაზზე ერთხელ დადგა და ზუსტად ისროლა.

73 მატჩის შემდეგ „ინდიანა“ 25 მოგებით და 48 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილზეა. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 25 მარტს საკუთარ მოედანზე „მემფის გრიზლის“ წინააღმდეგ გამართავს.

 

Goga Bitadze missed second straight game Sunday due to a concussion