ჩვენმა ესპანელმა კოლეგებმა საინტერესო სტატისტიკური კანონზომიერება აღმოაჩინეს – თურმე მადრიდის „რეალი“ აუცილებლად იგებს ჩემპიონთა ლიგას იმ სეზონში, როცა „ბარსელონასთან“ შინ აგებს…
ასე იყო 2013-14 წლების სეზონში, როცა კატალონიელებმა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაამარცხეს „სამეფო კლუბი“ – 4:3. შემდეგ იყო 2015-16 წლების სეზონში – 4:0, 2016-17 – 3:2 და 2017-18 – 3:0.
გასულ კვირას, 20 მარტს, პრიმერას 29-ე ტურში „ბარსელონამ“ „რეალი“ „ბერნაბეუზე“ 0:4 გაანადგურა. დუბლი მიითვალა გაბონელმა ობამეიანგმა, თითოც არაუხომ და ფერან ტორესმა მიაყოლეს.
გამოდის, წლევანელი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ვინაობა უკვე გვცოდნია და ეს „რეალია“…
ცხადია, ეს ხუმრობით. მაგრამ წარმოიდგინეთ, მადრიდელებმა მართლა რომ გაიმარჯვონ წლევანდელ ტურნირში… აქ უკვე აშკარად მეტაფიზიკურ მოვლენასთან გვექნება საქმე.
მეოთხედფინალში კარლო ანჩელოტის გუნდი ლონდონის „ჩელსის“ ხვდება.