გოგა ბითაძემ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა „ინდიანა პეისერსის“ შემადგენლობაში. ჩვენებურს, ალბათ, უფრო მეტი შეეძლო, მაგრამ „ინდიანამ“ იმდენად კარგად ითამაშა, რომ მესამე მეოთხედის შუიდან მწვრთნელმა რიკ კარლაილმა ლიდერებს დასვენების საშუალება მისცა. „ინდიანამ“ „პორტლენდი“ 129:98 გაანადგურა, გოგამ კი სასტარტო ხუთეულში ითამაშა და პარკეტზე 23.48 წუთი გაატარა.
ამ დროში ჩვენებურმა 12 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. გოგამ ცხრიდან ექვსი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ერთი სამიანი ააცილა. პასივში ბითაძეს ერთი ჯარიმაც ჰქონდა. „ინდიანას“ 25 გამარჯვება და 47 მარცხი აქვს, რაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 შედეგია. მომდევნო მატჩს „ინდიანა“ 24 მარტს, „საკრამენტოსთან“ შინ გამართავს.