ქალები? ლგბტ? გარეთ საუთგეიტმა განაცხადა, რომ ყატარში ბევრი ინგლისელი გულშემატკივრის ჩასვლა საშიში იქნება.
ინგლისის ნაკრების მწვრთნელი აკონკრეტებს, ყატარში ადამიანის უფლებები არაა დაცულიო.
„ვფიქრობ, საკმაოდ დავინახე პრობლემები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს შეიძლება ახლდეს. უსაფრთხოებას ვგულისხმობ. სტადიონების მშენებლობისას იყო შემთხვევები, მაგრამ ყველაფერი მზადაა.
ახლა უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ ეს არაა საკმარისი. ვფიქრობ, პოლიტიკოსები მეტ ყურადღებას უნდა აქცევდნენ.
… გარდა ამისა, გულშემატკივრებისთვის შეიძლება შეიქმნას პრობლემა. ესაა ქალებისა და ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლების უსაფრთხოება.
სამწუხაროდ გავიგე, რომ ნაწილი ამ საზოგადოებისა ყატარში წასვლაზე უარს ამბობს. ეს დიდი პრობლემაა“.