გაიმართა ევროპა ლიგის მეოთხედფინალ – ნახევარფინალების წილისყრა.
ევროპა ლიგით დავიწყოთ, სადაც საკმაოდ ძლიერი შემადგენლობაა. ჯერ მარტო „ბარსელონა“ რად ღირს…
ჩავის გუნდი მშვენიერ ფორმაშია და რა თქმა უნდა, ამ ტურნირის მთავარი ფავორიტია, მით უმეტეს სწორედ აქეთაა გადართული: საშინაო სარბიელზე ვერც ლა ლიგას მოიგებს, ვერც სამეფო თასს.
აი, წყვილებიც: „ლაიფციგი“ – „ატალანტა“; „აინტრახტი“ – „ბარსელონა“; „ვესტ ჰემი“ – „ლიონი“; „ბრაგა“ – „რეინჯერსი“.
თამაშები 7 და 14 აპრილს იქნება.
რაც შეეხება ნახევარფინალებს, „ლაიფციგი“ – „ატალანტას“ წყვილიდან გასული შეხვდება „ბრაგა“ – „რეინჯერსიდან“ გასულს; „აინტრახტი“ – „ბარსელონას“ გამარჯვებული კი „ვესტ ჰემი“ – „ლიონში“ მოგებულს. ნახევარფინალები იქნება 28 აპრილსა და 5 მაისს, ხოლო ფინალი – 18 მაისს სევილიის „რამოს სანჩეს პისხუანზე“.
და კონფერენციის ლიგა… საინტერესოა, რომ ნორვეგიის „ბოდო გლიმტი“ და „რომა“ ჯგუფშიც ერთად იყვნენ და მაშინ სკანდინავიელებმა 6:1 გაანადგურეს ჟოზე მოურინიუს გაწვრთნილები.
რვა გუნდიდან სამს მოგებული აქვს ჩემპიონთა თასი: პსვ, „მარსელი“, „ფეიენოორდი“…
„ბოდო გლიმტი“ – „რომა“; „ფეიენოორდი“ – „სლავია“; „მარსელი“ – პაოკი; „ლესტერი“ – პსვ. ნახევარფინალში „ლესტერი“ – პსვ-ში მოგებული შეხვდება „ბოდო გლიმტი“ – „რომას“ შორის უკეთესს; „მარსელი“ – პაოკს შორის მოგებული კი „ფეიენოორდი“ – „სლავიას“ შორის გამარჯვებულს.
კალენდარი იგივეა, როგორც ევროპა ლიგაზე… თამაშები ხუთშაბათობით იქნება.
რაც შეეხება ფინალს – 25 მაისს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ჩატარდება. ახალი „არენა კომბიოტარე“ 23 000 მაყურებელს იტევს.