ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის მასტერის მესამე წრეში ბრატინელ კამერონ ნორისთან 6:3; 3:6; 1:6 წააგო და მომავალი კვირიდან რეიტინგში ქულები დააკლდება.
საქმე ის არის, რომ 30 წლის ქართველი შარშან ამავე ტურნირის ფინალში გავიდა და იმ ქულების დაცვა ახლა ვეღარ მოახერხა.
კიდევ ერთი ცუდი დამთხვევა ის არის, რომ შარშან ბასილაშვილმა ფინალი სწორედ ნორისთან დამარცხდა… ამჯერად ნაადრევად.
მატჩი საათსა და 44 წუთს გაგრძელდა. პირველი და მეორე სეტის ანგარიში ერთნაირი გამოდგა: მესემე სეტის პირველივე გეიმიდან მოყოლებული კი ნორის უპირატესობა აშკარა იყო.