Denver In Money Heist Wallpapers - Wallpaper Cave
დენვერი…

გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი, „ვალენსიას” 22 წლის თავდამსხმელი უგო დურო ნიჭიერი ფეხბურთელია. ის მადრიდელია, „ხეტაფეს” სკოლის აღზრდილი, თუმცა შემდეგ იჯარით „რეალში” გადავიდა, სადაც B გუნდში 19 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა, ხოლო დიდ გუნდში სულ ორჯერ შედგა მოედანზე ფეხი.

მოედანს მიღმა კი დურო ჩვეულებრივი ახალგაზრდაა, რომელიც თამაშობს FIFA-ს, ფიქრობს გართობაზე და… თუმცა, ჯობს თავად თქვას:

— ბავშვობაში ვინ იყო თქვენი სათაყვანებელი ფეხბურთელი?

— გულწრფელად გიპასუხებთ, კერპი არ მყოლია. ფეხბურთი ზოგადად მიყვარდა და ამით  სხვებისგან განვსხვავდებოდი.

— FIFA-ში რომელ გუნდი აირჩიეთ?

— „პარი სენ ჟერმენი, რადგან იქ თამაშობენ მესი, ნეიმარი და მსოფლიოს სხვა წამყვანი ფეხბურთელები.

— რომელ სტადიონზე ითამაშებდით სიამოვნებით?

— „ოლდ ტრეფორდზე”, „პარკ დე პრენსზე”, „სიგნალ იდუნა პარკზე”, „ალიანც არენაზე”… ეს სტადიონები ტელეეკრანიდან დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ.

— თქვენი საყვარელი საჭმელი და სასმელი…

— ბევრ პაელას ვჭამ (ესპანური კერძია), სმით კი „ნესტეას” (ცივი ჩაის ნაირსახეობა) ვეტანები. გაზიანი სასმელები არ მიყვარს.

— „ქაღალდის სახლში” (ესპანური ტელესერიალი) თქვენი საყვარელი პერსონაჟი რომელია?

— დენვერი, რადგან ის მხიარულია. მგონი მე და მას ერთნაირი იუმორი გვაქვს.

— მანქანათმშენებლობაზე რატომ სწავლობთ?

— მიყვარს მათემატიკა და ფორმულა 1. ამიტომაც დავიწყე მადრიდში მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე სწავლა. ახლა ვცდილობ საბუთები ვალენსიას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში გადმოვიტანო.

— ჰობი გაქვთ?

— მეგობრებთან ყოფნა, PlayStation-ის თამაში, სერიალების და ფეხბურთის ყურება.

— რომელ ქვეყანაში იმოგზაურებდით?

— მოგზაურობა მართლაც მიყვარს. ვნახავდი პარიზს, ვენეციას, ჩავიდოდი სამხრეთ აფრიკასა და მექსიკაში.