საქართველოს ჩემპიონატის მატჩი, „დინამო“ – „დილა“ გადაიდო.
გადაიდო იმიტომ, რომ თბილისში მოთოვა.
მოთოვა.
თბილისში.
ქალაქში, სადაც ათწლეულებია, თოვლმა მაქსიმუმ საღამოს ხის ტოტები დაფაროს სულ რამდენიმე სანტიმეტრით და დილას ეგეც გამდნარი დაგხვდება.
თბილისში, სადაც ბავშვებმა ციგა რა არის, არ იციან.
მიწაზე როდის ნახეთ ბოლოს ის, რასაც მართლა თოვლი ჰქვია?!
თბილისში თოვლმა ფეხბურთი როგორ უნდა ჩაშალოს?
ჭყაპში თამაში კომფორტული არ არის, არც ტრიბუნაზე ჯდომაა კომფორტული, მაგრამ… საერთოდ, იცით, რა თამაშია ფეხბურთი და როგორ ამინდში ითამაშება?!
ხალხო, ეგებ რამე სხვა მიზეზი მოიფიქროთ, თორემ ფეხბურთი თბილისურმა თოვლმა ჩაშალაო, ძალიან უხერხულად ჟღერს.