ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შარშან ინდიან უელსის მასტერსის (საპრიზო ფონდი 8.584.055 დოლარი) ფინალში ბრიტანელ კამერონ ნორისთან (6:3, 4:6, 1:6) დამარცხდა და წლეულს რევანშის შანსი აქვს.
ეს ჩოგბურთელები ამერიკული ტურნირის მეთესმეტედფინალში გადაეკვეთნენ ერთმანეთს. ბრიტანელმა ჩოგბურთელმა მე-2 რაუნდში ესპანელ პედრო მარტინესს 6:3, 6:3 სძლია, ხოლო ბასილაშვილი უბრძოლველად გავიდა. ჩვენებური 34 წლის ფაბიო ფონინის უნდა შეხვედროდა, მაგრამ იტალიელი ჩოგბურთელის ავადმყოფობის გამო, შეჯიბრებიდან მოიხსნა.
ბასილაშვილს შარშანდელი ქულებიც აქვს დასაცავი, ანუ მინიმუმ ფინალში უნდა გავიდეს, სხვა შემთხვევაში რეიტინგში უკუსვლა ელის.