UEFA president elections: Aleksander Ceferin likely to get second term |  Sports News,The Indian ExpressSepp Blatter Withstands Scandal and Criticism to Secure a Fifth Term - The  New York Timesუეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა და ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა ვლადიმირ პუტინის შესახებ, ასევე ომის გამო მომხდარ საფეხბურთო რეფორმებზე ისაუბრეს.
ალექსანდრ ჩეფერინი „პუტინთან ურთიერთობაზე? ადრე ყველაფერი კორექტულად იყო. მუდამ კარგად მომზადებული გვხვდებოდა. ზოგადად კი, არა მგონია, ფეხბურთის დიდი ფანი იყოს, სხვა სახეობები უფრო იზიდავს. გული მწყდება, როცა სპორტსმენებს დისკვალიფიკაციას ვაძლევთ, რადგან ეს ომი კონკრეტულად მათი ბრალი არაა, მაგრამ ახლა მთელი მსოფლიოს სახელით ერთიანობა უნდა გამოვავლინოთ“.
ზეპ ბლატერი „ახლანდელ და ძველ სიტუაციებს რომ ვადარებ, ვხვდები, რომ პუტინი უკვე სხვა ადამიანია და მეც შემეცვალა აზრი. რაც შეეხება რუსული გუნდების დასჯას, სპორტი სამართლიანია და გარკვეული ეჭვების მერე, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როცა რუსებს წითელი ბარათი უჩვენეს. მოხარული ვარ, რომ შვეიცარიამაც სწორი და ხმამაღალი სიგნალი მისცა. უკრაინელ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებ“