ლისაბონის „ბენფიკას“ ყოფილი ლიდერები რუი კოშტა და ლუიზაო, ჰუმანიტარულ ფონდს შეუერთდნენ, რომელიც პორტუგალიაში შექმნეს უკრაინელების დასახმარებლად.

რუი კოშტა, გემახსოვრებათ, მაგარი ათი ნომერი იყო, თამაშს ხატავდა. „მილანში“ თამაშობდა და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. ლუიზაო კი ბრაზილიელი მცველი ახლო წარსულში…

ისინი ახლა პორტუგალიური გრანდის დირექტორატში მუშაობენ. „ბენფიკაში“ უკრაინელი თავდამსხმელი რომან იარემჩუკი თამაშობს.

„ამას სპორტთან საერთო არაფერი აქვს. ეს მეტია, ვიდრე გოლი. ეს უმნიშვნელოვანესი დღეებია უამრავი ადამიანის ცხოვრებაში“, – თქვა რუი კოშტამ.

Rui Costa and Luisão at the San Francisco Giants game - SL Benfica