გვარდიოლა: თუ უეფას არ ვუყვარვართ, ჯანდაბას, ჩვენ მათ ვაჩვენებთ„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ომის შესახებ ისაუბრა – კიდევ ვერ დამიჯერებია, რაც ხდებაო. მან პოლიტიკური სამყარო დაანაშულა: აქამდე უნდა მოხერხებინათ და ომი შეეჩერებინათო.
„სიტიში“, როგორც იცით, ოლექსანდრ ზინჩენკო თამაშობს. უკრაინელი ჩემპიონთა ლიგის მატჩში („სპორტინგთან“ 0:0) ძირითადში იყო.
„მსოფლიო დრამა იმაში მდგომარეობს, რომ ერთი ადამიანის სურვილის გამო ზოგიერთი ქვეყანა ინგრევა. მსოფლიო ადრინდელივით დუმს. ხალხი სასოწარკვეთილია, მათი მთავრობა კი ვერაფერს ახერხებს. ეს პოლიტიკის ჩავარდნაა. კრახი.
… ომის მერე იშლება ეკონომიკა, ეს მომავალ თაობებს დაეტყობათ და მის გამოსწორებას მთელი საუკუნე დასჭირდება. უკრაინელი ხალხი ამას ვერ დაივიწყებს. სახლში ყოფნა, სკოლაში სიარული, ბაღში წასვლა, ვახშმობა – ეს ყველაფერი დაუნგრიეს.
… სადაა ნატო? სადაა ამერიკა? სადაა ევროკავშირი? უკვე დაიგვიანეს. როგორც ჩანს, პოლიტიკური ორგანიზაციები მხოლოდ იმიტომ არსებობენ, რომ იქ მომუშვე ხალხმა იცხოვროს კარგად, მთლიანობაში კი ეს კრახია.
…ბოლოსდაბოლოს, ჩვენ ვმუშაობთ და გადასახადს ვიხდით. ისინი უნდა ზრუნავდნენ ხალხზე, მაგრამ წარუმატებლები არიან“.