ინგლისურ პრემიერლიგაში ანტონიო კონტეს „ტოტენჰემმა“ 5:0 გაანადგურა ფრენკ ლემპარდის „ევერტონი“.
რას აკეთებს ამ დროს წაგებულთა მწვრთნელი ხომ იცით? მეტწილად ასეთი ტექსტებით გამოდის,
ჯადოქარი ხომ არ ვარ, რა გუნდი ჩავიბარე ხომ იცითო.
ლემპარდმაც ასე თქვა, ახალი მოსული ვარ და პრობლემებს ერთ ღამეში ვერ მოვაგვარებო.
„წინა კვირაში ყველაფერი კარგად იყო. სათამაშო გეგმაც, დისციპლინაც. დღესაც კარგად დავიწყეთ, 15 წუთი ზუსტად ისე ვთამაშობდით, როგორც მსურდა. „ტოტენჰემს“ სივრცეებს ვუკეტავდით. „ტოტენჰემი“ ხომ ის გუნდია, რომელიც გამოკვეთილად კონტრშეტევებს ირჩევს. ძირითადად გვქონდა შეცდომები დაცვაში, თუმცა პირველი გოლის მერე წინ ასევე ავირიეთ“.
ამასთან, ლემპარდს „ტოტენჰემის“ გულშემატკივრებიც აგინებდნენ: როგორც ჩელსელი, ბუნებრივია, არ უყვართ… „ლამპარდ, შენ ჩასვრილი ჯერარდი ხარ“.