Tornike SHENGELIA (GEO)'s profile - FIBA EuroBasket 2017 - FIBA.basketballGeorgian basketballer faces backlash for joining Russian clubთორნიკე შენგელიამ ЦСКА დატოვა.

ეს სწორი მოქალაქეობრივი გადაწყვეტილება იყო! არის რაღაც, რაც კონტრაქტზე მეტია და მას ღირსება ჰქვია.

ქვევით „სარბიელში“ 2 წლის წინ გამოქვეყნებული წერილი გვინდა გავიხსენოთ. ეს ის დროა, როცა შენგელია ЦСКА-ში გადავიდა. ოღონდ წერილი შენგელიაზე არ არის, იმ ადამიანებზეა, რომლებიც დღესაც ჯიუტად გვიმტკიცებენ, რომ სპორტი პოლიტიკისგან იმიჯნება და ამით საკუთარი უღირსებობის გამართლებას ლამობენ.

▪▪▪

ბოლო დღეებია, ქართულ სპორტში მთავარი გასარჩევი ამბავი თორნიკე შენგელიას ЦСКА-ში გადასვლაა (კირილიცათი უკეთ იკითხება ამ კლუბის სახელი). პოსტებსა და კომენტარებში მიდის დამადლება, დაზომება, თუ ვინ უფრო დიდი ქართველია და ვის რა ამაგი აქვს სამშობლოს წინაშე. და ეს ყველაფერი, ცხადია, დამცინავი, შეურაცხმყოფელი ეპითეტების თანხლებით.

თუმცა ეს წერილი თორნიკე შენგელიაზე არ არის და მის სახელს ქვევით ერთხელაც აღარ ვახსენებ.

ეს წერილი გულწრფელობაზეა. აი, იცით, როგორ გულწრფელობაზე? ადამიანი საკუთარ თავთან მარტო რომ დარჩება და მაშინ მაინც რომ უნდა იყოს გულწრფელი, სწორედ იმ გულწრფელობაზე.

იმ ადამიანების გულწრფელობაზე, სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთო, რომ წერენ.

მოდი, საკუთარ თავთან იყავით გულწრფელები: მალხაზ ასათიანის 4 სანაკრებო გოლიდან ოთხივე თანაბრად გაგიხარდათ, თუ მანდრიკინისთვის გატანილმა ცოტათი სხვა სიხარული მოგგვარათ?

რით ავხსნათ, რომ წმინდა სპორტული თვალსაზრისით რუსეთთან ამ ფაქტობრივად არაფრის მომცემმა გამარჯვებამ ხალხი სპონტანურად ქუჩაში გამოიყვანა და სახალხო ზეიმის საბაბი მისცა? შეგიძლიათ გაიხსენოთ საქართველოს ნაკრების თუნდაც ერთი სხვა მატჩი, რომელიც უფრო დიდი ზეიმის საბაბი გახდა?

Shengelia living out boyhood dream by playing for Georgia - FIBA EuroBasket  2022 Qualifiers - FIBA.basketballსაკუთარ თავთან იყავით გულწრფელები: ირაკლი ცირეკიძის ოლიმპიადის ფინალში გამარჯვების პერიპეტიები უკეთ გახსოვთ, თუ ნახევარფინალში პერშინის დაიპონების შემდეგ ნაჩვენები წარწერა GEO? იყავით გულწრფელები: სწორედ ეს ეპიზოდი რატომ შემორჩა სამუდამოდ თქვენს მახსოვრობას?

დიახ, საკუთარ თავთან იყავით გულწრფელები და საკუთარ თავს მაინც გაუმხილეთ, რომ რაგბიში რუმინეთის დამარცხებაზე მეტად რუსეთის დამარცხება გახარებთ.

რატომ?

თუ ეს მხოლოდ სპორტია, ობიექტურად უფრო ძლიერი რუმინეთის დამარცხება უფრო არ უნდა გახარებდეთ?  არადა, უბრალოდ დასქროლეთ თქვენივე ფეისბუკ-გვერდები, ამოაგდეთ თქვენივე ძველი ნაწერები და საკუთარ თავს გაუმხილეთ, ვისი დამარცხებისას უფრო ემოციურ სტატუსებს და კომენტარებს წერთ ხოლმე.

საკუთარ თავს რატომ ატყუებთ?