The Best Way To Stop Putin's Invasion of Ukraine | Timeერთხელ, სიტყვამ მოიტანა და, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა საუბრისას მითხრა, სპორტი ჭადრაკია, ფეხბურთი და ნავთობი კი – პოლიტიკაო. მე კი მგონია, რომ ჭადრაკიც პოლიტიკაა.

სპორტის, ხელოვნების და პოლიტიკის კავშირი ჩვენთან, როგორც წესი, იმ დროს ახსენდებათ, როდესაც რომელიმე სახალხო არტისტი რუსეთში გასტროლებზე მიემგზავრება, საყვარელი სპორტსმენი კი,  მაინცდამაინც რუსულ კლუბში ამჯობინებს კარიერის გაგრძელებას.

როდესაც ნახევარი საუკუნის წინ საბჭოთა საოკუპაციო ჯარები პრაღაში შევიდნენ და მცირე ხანში მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩეხოსლოვაკიისა და  საბჭოთა კავშირის ნაკრებთა შეხვედრისას იაროსლავ ჰოლიკმა შაიბა რუსთა კარში შეადგო, ყვანჯი ავტომატივით მოიმარჯვა და საბჭოთა სათადარიგოთა სკამს მიუშვირა.

შეეძლო ასე არ მოქცეულიყო, თავი არ აეტკივებინა. საერთოდაც, იმ ჩემპიონატზე ჩეხებს შეეძლოთ, ფორმაზე ამოქარგულ სოციალისტური ჩეხოსლოვაკიის გერბზე წითელი ხუთქიმიანი ვარსკვლავი პლასტირით არ დაეფარათ. კიდევ ბევრი რამ შეეძლოთ, მაგრამ ჩათვალეს, რომ უნდა მოქცეულიყვნენ ისე, როგორც მოიქცნენ.

ჰოლიკი სხვაგვარად რომ მოქცეულიყო, მაღალი კლასის ჰოკეისტად ცხადია, დარჩებოდა, მაგრამ აღარ იარსებებდა ის ამაღელვებელი ისტორია, რომლის აღქმაც ყველაზე კარგად ჩვენნაირი ოკუპირებული ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ.

NEWS RELEASE: UNITED CONSERVATIVES EXPRESS STRONG SUPPORT FOR UKRAINE | United Conservative Caucusუბრალოდ, სხვაგვარად მოქცევა არ უნდა შეგეძლოს. ესაა და ეს. მეტი არაფერი. არჩევანი კი, ინდივიდუალურია.

როდესაც 2008 წლის აგვისტოში გაზეთის ნომრებს ვაწყობდით, არ შეგვეძლო, მშვიდად გაგვევსო გაზეთი სპორტული ინფორმაციებით და გვეთქვა, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს. ამ რწმენით გაკეთდა ის პირველი გვერდები, რომლებსაც აქ ხედავთ.

თავს ნუ მოვიტყუებთ !!!

ჯამი ჭურჭელია.

რუსეთი ოკუპანტია.

სპორტი და პოლიტიკა არ იმიჯნება.

 

სარბიელი. 28.12.2020

 

 

წილი
წინა სტატიააბა, ვინ … გინდათო
შემდეგი სტატიაარა რუსეთს !!! არა გაზპრომს !!!
„სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.