პსჟ-ის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა გაიხსენა, რომ ბავშვობაში „რეალის“ აკადემიაში მიიწვიეს.
„ეს გასინჯვა იყო. 10 წლის ვიყავი. „გალაქტიკოსის“ პერიოდში… რომელიღაც თამაში მახსოვს, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ყველა გოლი ბრაზილიელებმა გაიტანეს. მგონი, ორი რონალდომ, ერთი რობერტო კარლოსმა, ჟულიო ბაპტიშტამ საჯარიმო და რობინიომაც. მადრიდში ერთი კვირა დავრჩი. მეხუთე დღეს მათ მითხრეს, რომ ტურნირზე სურდათ ჩემი წაყვანა, მაგრამ უარი ვთქვი. სახლი მენატრებოდა. ყველაფერი მზად იყო, რათა „რეალში“ გადავსულიყავი, მაგრამ ბრაზილიაში წავედი“.
მოგვიანებით, უკვე 21 წლის ნეიმარი „სანტოსიდან“ „ბარსელონაში“ გადავიდა. კატალონიელებმა 88 მილიონი ევრო გადაიხადეს.