რუსეთ-უკრაინის ამბები იცით და ცნობილმა ინგლისელმა საფეხბურთო ექსპერტმა, 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირმა გარი ლინეკერმაც გააკეთა კომენტარი.
„ევროპა ომის ზღვარზეა. ხალხი – ეს არის საკვირველი ქმნილება. ევოლუციიდან მილიონი წლის შემდეგაც კი ისეთი დაბალი ინტელექტით, რომ სულელზე დაბლა დგანან“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ნაწილი – „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“ – სცნო და აღიარა.
გავრცელდა ხმები, საომარი სიტუაცია თუ გაგრძელდება, უეფა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლებას ჩამოართმევს სანკტ-პეტერბურგს. ფინალი 2022 წლის 28 მაისს უნდა გაიმართოს.