„რეალმა“ „ალავესს“ 3:0 მოუგო, რითაც მადრიდელთა თავკაცი კარლო ანჩელოტი რამდენიმე დღის წინ, ჩემპიონთა ლიგაში, „პარი სენ ჟერმენთან“ 0:1 წაგების შემდეგ ძალიან კმაყოფილი დარჩა.
პარიზში ანჩელოტის ვარსკვლავებმა მარკო ასენსიომ, ვინისიუს ჟუნიორმა და ქარიმ ბენზემამ თავი ვერაფრით გამოიჩინეს, „ალავესს“ კი გოლები გაუტანეს.
„ჩვენ ასეთი თამაში გვჭირდებოდა, — უთხრა იტალიელმა მწვრთნელმა „მარკას“, — პირველი ტაიმი ამ შეხვედრაშიც რთული იყო. ხარისხიანი ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ. მართალია, თავდამსხმელებით კმაყოფილი დავრჩი, მაგრამ იმას, რაც პირველ ტაიმში ხდებოდა რამე უნდა მოვუხერხოთ“.
„რეალს“ შემდეგ ტურში მადრიდშივე უწევს სტუმრობა „რაიო ვალეკანოსთან“, 5 მარტს კი „რეალ სოსიედადს“ უნდა უმასპინძლოს.
რაც შეეხება „პარი სენ ჟერმენთან“ საპასუხო მერვედფინალურ მატჩს, ის 9 მარტს გაიმართება.