პრემიერლიგის ვარსკვლავ როს ბარკლის მართვის მოწმობის ჩამორთმევა ემუქრება. მიზეზი: ის საჭესთან ტელეფონზე ლაპარაკობდა. „ჩელსის“ ნახევარმცველი მოძრაობის წესების დაცვით დიდად არც ადრე გამოირჩეოდა. ახლა, სავარაუდოდ, ერთი წლით მგზავრის სავარძელთან მოუწევს შეგუება.
28 წლის ბარკლი საჭესთან მობილურზე ლაპარაკის გამო ლონდონის სამხრეთ-დასავლეთით გააჩერეს. ის თავის 150 ათასიან „მერსედეს-AMG“-ს მართავდა.
ბარკლი კუთხურობით სკაუსერი ანუ ლივერპულელია. მას ინგლისის ნაკრებში 33-ჯერ უთამაშია და 6 გოლი აქვს გატანილი. მისი ხელფასია კვირაში 84 ათასი გირვანქა. ბარკლიმ იმდენჯერ დაარღვია წესი, რომ საჯარიმო ქულების გვარიანი რაოდენობა დაუგროვდა და მარტში სამხრეთ აღმოსავლეთ ლონდონის სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს.
როგორც ტაბლოიდებმა როს ბარკლის გარემოცვისგან შეიტყეს, ფეხბურთელი ხვდება, რომ მართვის მოწმობას აუცილებლად ჩამოართმევენ და უკვე დაიქირავა მძღოლი.
ტაბლოიდებს გაახსენდათ, რომ 2013 წელს, „ევერტონში“ თამაშის დროს, ბარკლი სიჩქარის გადაჭარბებისთვის 650 გირვანქით და 6 ქულით დააჯარიმეს.