გურამ თუშიშვილი დისკვალიფიცირებულია | imedinewsთელ ავივის გრანდ სლემის დასკვნით დღე ქართული გამოდგა.
ჩვენმა ძიუდოისტთა გუნდმა ორი მედალი მოიპოვა და ორივე უმაღლესი სინჯის. ჩემპიონები ილია სულამანიძე (100) და გურამ თუშიშივილი გახდნენ (+100) გახდნენ.
სულამანიძე ფინალში ნიდერლანდელ მიხაელ კორელს შეხვდა და ძირითადი დროის დასრულებამდე 44 წამით ადრე სუფთა გდებით გაიმარჯვა.
მერვედფინალში სულამანიძემ ისრაელის სახელით მოასპარეზე სტანისლავ ბანჩუკი დაამარცხა; მეოთხედფინალში რუმინელ სერბანს იპონით სძლია; ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევსაც იპონით გაუმკლავდა;
თუშიშვილი კი, ოქროს მედილისთვის, ბრაზილიელ რაფაელ სილვას დაუპირისპირდა და დამატებით დროში მესამე გაფრთხილების ხარჯზე დაამარცხა. მანამდე თუშიშვილმა ჯერ უზბეკ ოლტიბოევს იპონით მოუგო, მეოთხედფინალში მონღოლ ერდენხუს სძლია, ნახევარფინალში კი, ლამაზი გდებით ტაჯიკი რახიმოვი დაამარცხა. ამავე წონაში მესამე ადგილისთვის ონისე ბუღრიძე ავსტრიელ სტეფენ ჰეგის დაუპირისპირდა და ვაზარით წააგო, ხოლო 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძე აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან დამატებით დროში გაფრთხილებით დამარცხდა.