თბილისი, წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ ეტაპს მასპინძლობს.
საქართველოს დედაქალაქში თავი მასპინძლების გარდა სლოვაკეთის, ბელარუსისა და პოლონეთის ნაკრებებმა მოიყარეს. ამათაგნ ორი საუკეთესო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
პირველ ტურში ქართველმა წყალბურთელებმა ბელარუსები 25:5 გაანადგურეს.
ჩვენი გუნდი პირველივე მეოთხედის შემდეგ 7:1 დაწინაურდა და მატჩის გამარჯვებულის ვინობა გარკვეული იყო. საქმე ის გახლდათ, მოიგებდა თუ არა ჩვენი გუნდი უფრო დიდი სხვაობით, ვიდრე სლოვაკები.
ჯგუფის პირველ მატჩში სლოვაკეთის ნაკრებმა 25:6 მოუგო პოლონეთს.
როგორც ხედავთ, ჩვენებმა ერთი ბურთით ნაკლები მიიღეს და ჯგუფის ლიდერები არიან. მომდევნო ტურში საქართველო პოლონეთს ეთამაშება, სლოვაკეთი – ბელარუსს.