ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის დოჰას კორტები საკმაოდ წარმატებულია.
შარშანდელი გამარჯვებული წლეულსს უკვე ნახევარფინალშია. ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში 1:6; 6:3; 7:5 მოუგო უნგრელ მარტონ ფუცოვიჩს.
როგორც ანგარიშიდან ჩანს, მოგება იოლი არ ყოფილა, მაგრამ განსაკუთრებული ამბები ბოლო სეტში დატრიალდა. პირველი სეტი ბასილაშვილმა პირწმინდად წააგო, მაგრამ მალევე მოვიდა გონს, მეორე სეტში მეტოქეს მეშვიდე გეიმში ჩაწოდება აართვა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
ბოლო სეტი ბასილაშვილისთვის ცუდად დაიწყო და 0:3 ჩამორჩა, მაგრამ მალევე გაათანაბრა, ხოლო მე-11 გეიმში უნგრელს ჩაწოდება აართვა და მერე უკვე საქმე მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე.
ნახევარფინალში ბასილაშვილი ფრანგ არტურ ნიდენკერხს შეხვდება, რომელმაც მოულოდნელად ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ კანადელ დენის შაპოვალოვს მოუგო – 6:4; 6:4. ფრანგი რეიტინგში 61-ე ადგილზეა. შედეგად, ბასილაშვილს ფინალში გასასვლელად ძალიან კარგი შანსი აქვს.