ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ქართული დერბი შედგა – სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ შინ გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსს“ დაუხვდა და 128:119 მოუგო.
საბოლოოდ „მილუოკი“ თუ უკეთესი იყო, ქართველ კალათბურთელთა დუელი ბითაძემ მოიგო.
გოგა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 25.14 წუთში გუნდს 12 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი შესძინა. ბითაძემ ექვსიდან ოთხი ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამქულიანი გააცუდა, 8-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა და ოთხი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
მამუკელაშვილმა პარკეტზე მხოლოდ 10.20 წუთი დაჰყო და საკუთარ გუნდს ექვსი ქულითა და ორი მოხსნით შეეწია. ქართველმა კალათბურთელმა სამივე ორქულიანი ჩააგდო. „მილუოკი“ 36 მოგებითა და 23 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-3 ადგილზე აინაცვლა, ხოლო „ინდიანას“ 19 მოგების წილ 40 მარცხი აქვს და მე-13 ადგილზე დარჩა.