რონალდუს დედა და პაპი

341

La madre de Cristiano Ronaldo le regala al papa la camiseta de Portugal„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და პორტუგალიის ნაკრების დიდვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს დედა, დოლორეშ ავეირუ, რომის პაპს შეხვდა და პორტუგალიის ეროვნული გუნდის მაისურა უსახსოვრა. შემდეგ კი ინსტაგრამში დაწერა: „უნიკალური ემოციები. გმადლობთ!“

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქალბატონ დოლორეშს დიდი გავლენა აქვს შვილზე და კრიშტიანუც, რომელსაც ახლა კარიერაში საუკეთესო დრო ნამდვილად არ უდგას (ზედიზედ ხუთ მატჩში ვერ გაიტანა, რაც დიდი ხანია აღარ მომხდარა), ხშირად გადაწყვეტილებებს დედის რჩევით იღებს ხოლმე.

რომის პაპი ფრანცისკე, ალბათ კმაყოფილი დარჩებოდა. მოგეხსენებათ, პონტიფიკი ბუენოს-აირესში, იტალიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა და ძალიან უყვარს ფეხბურთი. არგენტინულ „სან ლორენსოს“ ქომაგობს და სიხარულით იხსენებს იმ დღეს, როცა მამამ პირველად წაიყვანა სტადიონზე. მარადონას კი ფეხბურთის პოეტს ეძახდა.