როგორ ახერხებს „მანჩესტერ სიტი“ ზედიზედ გამარჯვებებს? მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგას ვერ იგებენ, ინგლისში შეუჩერებლები არიან – მარათონში პეპ გვარდიოლას გუნდს თითქმის შეუძლებელია, აჯობო…
ფაქტორებზე „ქალაქელების“ მცველმა კაილ უოკერმა ისაუბრა:
„ჩვენ სტანდარტი დავაწესეთ – როცა მოედანზე გავდივართ, სამი ქულა უნდა ავიღოთ. მინიმუმი ესაა, ამას კი ემატება კარგი თამაში. უნდა მოვიგოთ და დამატებით, მაღალი ხარისხის თამაში უნდა ჩავატაროთ.
… ჩვენთვის ფრე სიკვდილის ტოლფასია. თუ ვერ ვიგებთ, მომდევნო დღეებში ვარჯიშებზე ცუდი განწყობა გვაქვს. ასეა, რადგან სხვანაირად არ შეიძლება, უნდა გავიმარჯვოთ.
… ვფიქრობ, ჩვენი სიძლიერე სწორედ ამაშია. ამ სტანდარტების შესრულება მატჩიდან მატჩამდე“.