Gerard Pique i-a blocat transferul lui Matthijs de Ligt la BarcelonaDiario Sport-მა ასეთი ამბავი გაახმაურა: თურმე მატეის დე ლიხტი 2019 წელს „აიაქსიდან“ „ბარსელონაში“ რომ აპირებდა გადასვლას და ყველაფერი გადაწყვეტილი რომ ჩანდა, ჟერარ პიკეს ერთ წინადადებას ცუდად უმოქმედია და ჩაუშლია…

დე ლიხტი და პიკე იმ ზაფხულს კარიბებზე ერთად ისვენებდნენ. „ბარსას“ გამოცდილ მცველს უთქვამს, ჩვენთან მაინც არ გათამაშებენ და წინასწარ იცოდეო.

დე ლიხტიც „იუვენტუსში“ წავიდა. რამდენად სიმართლეა, ვინ იცის. დე ლიხტი და მისი აგენტი მინო რაიოლა არც უარყოფენ, არც ადასტურებენ.

პიკემ კი, რა თქმა უნდა, ტყუილიაო. ისე, დე ლიხტი და „ბარსელონა“ კვლავაც აქტუალურია. ერთი თვის წინაც ხშირად იწერებოდა.