Opinion: Xavi Hernandez must coach FC Barcelona ASAP - ronaldo.comესპანურ და ფრანგულ პრესაშიც კიდევ ერთხელ დაიწერა, რომ ლეო მესის პსჟ-ში ადაპტაცია უჭირს. ამის შესახებ არგენტინელს უახლოესი მეგობარი ფეხბურთელებისთვის უთქვამს: სერხიო ბუსკეტსისთვის და ჟორდი ალბასთვის.
და რაც მთავარია, ჩავისაც ესაუბრა.
მესი რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში იყო და იაპონურ რესტორანში კატალონიელთა მწვრთნელთან ერთად ივახშმა.
ჩავი 42 წლის იუბილეს აღნიშნავდა.
El Confidencial წერს, რომ მესის პარიზში უჭირს მოტივირება, ასევე ვერ შეეგუა ამინდს, ახალ გარემოს.
პარიზში ცხოვრობს სახლში, რომელსაც არ აქვს საფეხბურთო მინდორი და აუზი, არადა ბარსელონაში ეს ყველაფერი ჰქონდა.
ვნახოთ, რა მოხდება.
ადრეც დაწერეს, რომ არაა გამორიცხული, მესი „ბარსელონაში“ დაბრუნდეს და ეს მართლაც ფურორი იქნება.