2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპის დასკვნით მატჩში, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ვერაფერი გააწყო ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ესპანეთთან და 0:8 წააგო.
ეს ყველაზე დიდი ანგარიშია, რომელიც ამ ევროპირველობაზე დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრებს ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ ესპანელები ჩინებულად ირჯებოდნენ და პირველ ტაიმში უკვე სამბურთიანი სხვაობით იგებდნენ.
მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ავთანდილ ასათიანს ლიდერები დიდად აღარ დაუტვირთავს და მეტოქემ დასკვნით ნაწილში კიდევ უფრო გაილაღა. მეოთხედფინალში ჩვენების მეტოქე რეიტინგის პირველი ნომერი რუსეთი იქნება, რომელსაც ამ ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში საქართველო ორჯერ ეთამაშა და ორივე მატჩი დიდი ანგარიშით წააგო.
A ჯგუფში უკრაინამ პორტუგალიასთან კი წააგო – 0:1, მაგრამ სერბებმა ნიდერლანდებს 3:2 მოუგეს და მეოთხეფინალისკენ გზა უკრაინელებს გაუხსნეს.
B ჯგუში სხვა ჯგუფების ბოლო ტურში ლიდერმა ყაზახეთმა 4:1 მოუგო იტალიას, ხოლო ფინეთმა მოულოდნელად სლოვენიას 2:1 სძლია და ფლეი ოფის საგზური მოიპოვა.
C ჯგუფიდან რუსეთი გასული იყო, მაგრამ პოლონეთი მაინც არ დაინდო და 5:1 მოუგო. გასაკვირად წააგო ხორვატიამ, ვისაც სლოვაკეთმა 5:3 მოუგო და მეოთხედფინალში თავად გავიდა.
31 იანვარს, მეოთხეფინალში ერთმანეთს შეხვდებიან: პორტუგალია-ფინეთი; ყაზახეთი-უკრაინა; 1 თებერვალს ითამაშებენ: საქართველო-რუსეთი; ესპანეთი-სლოვაკეთი.