ფრენკ ლემპარდი „ევერტონის“ მთავარ მწვრთნელად ინიშნება. ფორმალურ მხარეს ელოდებიანო. ლემპარდი „ჩელსის“ სახეა, გუნდის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. იქ თამაშობდა და მწვრთნელიც გახლდათ თომას ტუხელამდე.
„არისტოკრატებიდან“ წასვლის მერე, ლემპარდს სხვადასხვა კლუბებს უკავშირებდნენ, მათ შორის, „კრისტალ პალასსა“ და „ასტონ ვილასაც“, სადაც სტივენ ჯერარდი დაინიშნა.
„ევერტონი“ ცუდ დღეშია. მე-16 ადგილი, ბოლო ტურებში საშინელი სერია…
ამ ამბავის გამო გაუშვეს ესპანელი რაფა ბენიტესი, რომლის თავის დროზე მიყვანაც უცნაურად მოხდა: ფანების უმრავლესობა ხომ ვერ იტანდა ლივერპულური წარსულის გამო.
ვნახოთ, ლემპარდი როგორ იმუშავებს. ისე კი, ფრენკს ძალიან გამწარებული ჰყავს „ევერტონი“ – ფეხბურთელობის დროს…