2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპის დასკვნით მატჩში, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ვერაფერი გააწყო ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ესპანეთთან და 0:8 წააგო. ეს ყველაზე დიდი ანგარიშია, რომელიც ამ ევროპირველობაზე დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრებს ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ ესპანელები ჩინებულად ირჯებოდნენ და პირველ ტაიმში უკვე სამბურთიანი სხვაობით იგებდნენ. მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ავთანდილ ასათიანს ლიდერები დიდად აღარ [...]
ვეტერანის ძალა
ბექა შეყლაშვილმა, „კოლომიეს“ 35 წლის ბურჯმა, თავის მრავალწლიან ფრანგულ კარიერაში მე-10 ლელო მიითვალა. საქართველოს ნაკრების ყოფილი მარჯვენა პირველხაზელი (5 მატჩი ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში) ამ ქვეყანაში მე-13 სეზონს ატარებს, ხოლო საკუთრივ „კოლომიეში“ 2017 წლიდან გამოდის, გასულ ტურში კი მან კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლელო დადო. პრო დ2-ის მე-19 ტურში „კოლომიე“ რეგულარული ჩემპიონატის ლიდერ „ოიონაქსს“ მასპინძლობდა და შეხვედრის [...]
ვინც გვაწვალებდა, ის დაგვეხმარება
ფრენკ ლემპარდი „ევერტონის“ მთავარ მწვრთნელად ინიშნება. ფორმალურ მხარეს ელოდებიანო. ლემპარდი „ჩელსის“ სახეა, გუნდის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. იქ თამაშობდა და მწვრთნელიც გახლდათ თომას ტუხელამდე. „არისტოკრატებიდან“ წასვლის მერე, ლემპარდს სხვადასხვა კლუბებს უკავშირებდნენ, მათ შორის, „კრისტალ პალასსა“ და „ასტონ ვილასაც“, სადაც სტივენ ჯერარდი დაინიშნა. „ევერტონი“ ცუდ დღეშია. მე-16 ადგილი, ბოლო ტურებში საშინელი სერია… ამ ამბავის გამო [...]
პოლიტიკური თამაში
პოლონეთმა ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეარჩია: პოსტზე ადამ ნავალკას დააბრუნებენ, რომელიც ევრო 2016-ის პერიოდში მუშაობდა ნაკრებში. და ანდრეი შევჩენკო? პოლონეთის ერთ-ერთი ცნობილი გამოცემა Przeglad Sportowy წერს, რომ შევჩენკოს იგნორირების მიზეზი პოლიტიკურია: უკრაინელი რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩთან მეგობრობს, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელ ნახევარფინალურ ფლეი-ოფში პოლონეთი სწორედ რუსეთს ხვდება… ისიც ცნობილია, რომ „ჩელსის“ მფლობელი აბრამოვიჩი რუსულ ფეხბურთთან მუდმივ [...]
ეშლის მესამე
ავსტრალიის ღია პირველობა ქალთა შორის მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ეშლი ბარტიმ სეტის წაუგებლად მოიგო. 25 წლის ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ფინალში ამერიკელი დანიელ კოლინზი 6:3; 7:6 დაამარცხა. შეხვედრამ საათსა და 29 წუთს გასტანა. პირველ სეტში მომავალმა ჩემპიონმა მეექვსე გეიმში ბრეიკი შეასრულა და მერე მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. მეორე სეტი ბარტისთვის რთული გამოდგა. ავსტრალიელი 1:5 ჩამორჩა და მოწოდებაზე მეტოქე [...]
ჰოლანდი ჯეიმი ვარდისგან თამაშს სწავლობს
ერლინგ ჰოლანდი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, რომლის შეძენაც თითქმის ყველა მდიდარ კლუბს უნდა. ეჭვი არავის ეპარება, რომ ნორვეგიელი ამ ზაფხულს „დორტმუნდიდან“ წავა. თავის მხრივ, გერმანული კლუბიც ცდილობს ფორვარდს ახალი ხელშეკრულება დაადებინოს. ჰოლანდი ფიზიკურად ძლიერია, იმავდროულად არის სწრაფი და კარში დარტყმისას ზუსტი. ის მხოლოდ 21 წლისაა. მისი შედეგი შთამბეჭდავია: ბუნდესლიგის 57 შეხვედრაში 56 გოლი გაიტანა. და [...]
პოგბამ მომავალს გადახედა
თუ რალფ რანგნიკი მწვრთნელის თანამდებობაზე დარჩება, პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ არსად წავა. ფრანგი ნახევარმცველი გერმანელ მწვრთნელთან რამდენიმე საუბრით ისე აღფრთოვანებულა, რომ მზადაა „ოლდ ტრეფორდის“ დატოვებაზე ხელი აიღოს. მსოფლიოს ჩემპიონს ბარძაყის ტრავმის გამო რანგნიკის ხელმძღვანელობით ჯერ არ უთამაშია. მან ტრავმა ნოემბერში, ნაკრებში მიიღო. პოგბასთვის „იუნაიტედის” ახალი, უფრო სწორად კი დროებითი თავკაცის იდეები იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ [...]






