No description available.ინგლისურმა „უოტფორდმა“ 24 წლის ნიგერიელი სამუელ კალუ შეიძინა.
კლუბის ფანებში ამ ფოტომ დიდი აჟიოტაჟი და ირონია გამოიწვია – გვეეჭვება, კალუ მართლა 24 წლის იყოსო…
ერთმა ისიც დაწერა, მგონი, როი ჰოჯსონის თანაკლასელიაო. ჰოჯსონი კი 74 წლის გახლავთ.
კალუ „ბორდოდან“ მიიყვანეს. 2017-2018 წლებში კი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი იყო ბელგიურ „გენტში“.
რაც შეეხება „უოტფორდს“, გუნდი ინგლისის პრემიერლიგაში ბოლოსწინა ადგილზეა.
ამ სეზონში უკვე მესამე მწვრთნელი ჰყავთ: ჩვენი კარგად ნაცნობი ჩისკო, მერე კლაუდიო რანიერი და ახლა უბერებელი როი.