ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების ფონზე სასიამოვნო ინფორმაციაც ვრცელდება – გიორგი ჩაკვეტაძე გერმანულ „ჰამბურგში“ ითამაშებს.
ბელგიურმა „გენტმა“ ჩვენებური სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.
ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი და იმედი ტრავმის შემდეგ „გენტში“ საერთოდ ჩაიკარგა. ეგ კი არა, ბოლო დროს მწვრთნელი უკვე საერთოდ აღარ ენდობოდა და გამოჯანმრთელების მიუხედავად განაცხადშიც ვეღარ ხვდებოდა.
სათამაშო პრაქტიკა კი ფეხბურთელისთვის აუცილებელია.
და, როგორც იქნა, გიორგი ჩაკვეტაძე „გენტს“ მოშორდა.
„ჰამბურგი“ ახლა მეორე ბუნდესლიგის კლუბია. 20 ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა, მაგრამ ელიტაში დაბრუნების კარგი შანსები აქვს.