Sergio Ramos opens his account for PSG | Marca„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა, სერხიო რამოსმა, განაცხადა, რომ ბედნიერია პარიზულ კლუბში ყოფნით და იქ მოხვედრა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.

„ბედნიერი ვარ. ყველა ტიტულის მოგება გვსურს. შესანიშნავი კლუბია, უნიკალური პროექტით. მართალია ისტორია დიდი არ აქვს, მაგრამ დღეს ყველა ფეხბურთელის ოცნება პსჟ-ში თამაშია. მე კი ძველებური ამბიციები მაქვს –  მინდა ყველგან გავიმარჯვო,“ – ამბობს რამოსი.

35 წლის ესპანელი ფრანგულ კლუბში გასულ ზაფხულს გადავიდა მადრიდის „რეალიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით. თუმცა ტრავმის მიზეზით საკმაო ხანი გაუცდა და დღემდე მხოლოდ 4 მატჩის ჩატარება (ჯამში 193 წუთი) მოასწრო.

ლიგა 1-ის 23-ე ტურში კი, 23 იანვარს, „რეიმსის“ წინააღმდეგ (4:0) სადებიუტო ფრანგული გოლიც გაიტანა.